Skip to content

პირობები

“ბოტანიკა საგურამოს” 430 სახლში 5 განსხვავებული კონცეფციის პროექტი შედის. ესენია: ვილა მარგარიტა, ვილა ლავანდა, ვილა კამელია, ვილა აკაცია და ვილა ორქიდეა. პროექტში გათვალისწინებულია ხუთივე დიზაინის სახლის 2 ვერსია – ტერასით და ტერასის გარეშე. 

სახლები ბარდება შავი კარკასის, მწვანე კარკასის, ან დასრულებული რემონტის სახით. 

შავი კარკასი გულისხმობს  რკინა-ბეტონის კარკასს, ბეტონის ბრტყელ გადახურვას, ამოყვანილ ტიხრებს. 

მწვანე კარკასი გულისხმობს რკინა-ბეტონის კარკასს და ბეტონის ბრტყელ გადახურვას, დათბუნებას, გაყვანილობას, მოჭიმულ იატაკს, გერმანულ და ესპანურ მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარას და სრულად დასრულებულ ფასადს. პროექტში ასევე შედის კომუნიკაციები.

პროექტის მიხედვით ხდება სახლის შიდა დატიხვრა და შესაძლებელია სურვილისამებრ ცვლილებების განხორციელება. 

სახლის ღობესთან დაშორება 9 მეტრია. ყველა სახლში ჭერის სიმაღლე 3 მეტრია. 

აუზის სტანდარტული ზომა 3,5X6 მ.-ია. მისი ზომის კორექცია შესაძლებელია სურვილისამებრ. გადახურული ავტო სადგომის ზომა 5,5X5,5 მ.-ია, რაც გულისხმობს გადახურვას და ბეტონის იატაკს. 

პროექტის დაწყება: 2020 წლის ივლისი

პირველი ეტაპის  დასრულება:

2022 წლის ივლისი

მეორე ეტაპის დასრულება:

2023 წლის ივლისი

პროექტზე მოქმედებს 3 წლიანი შიდა უპროცენტო განვადება.