პროექტი
ბოტანიკა საგურამო თანამედროვე სტანდარტების, მშვიდი და უსაფრთხო დასახლებაა, რომელიც თბილისის ეროვნულ პარკთან მდებარეობს. სრულიად შემოსაზღვრულ, 33 ჰექტარზე გაშლილ, დაცულ ტერიტორიაზე 293 სახლია განლაგებული. ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები ეზოებით კავკასიონის, არაგვისა და მტკვრის ხეობის ხედებს გაჰყურებს. თბილისიდან ბოტანიკა საგურამომდე სულ რაღაც 15 წუთის გზაა.
ბოტანიკა საგურამო თანამედროვე დასახლების კონცეფციაა, რომელშიც ყველაფერია ოჯახის მშვიდი, უსაფრთხო და უზრუნველი ცხოვრებისთვის. დახვეწილი დიზაინის, საერთაშორისო სტანდარტების 1 სართულიანი სახლები XXI საუკუნის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. გამწვანებულ ეზოში კი სრული კომფორტისთვის აუზის და დასასვენებელი სივრცის მოწყობაა შესაძლებელი.
ტერიტორიაზე სახლებთან ერთად მულტიფუნქციური შენობა, საერთო აუზი, კაფე-ბარი, გასართობი ზონა, სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები, სკვერები, მულტიფუნქციური სპორტული მოედნები, ველო ბილიკები, საერთო პარკირების ადგილები და საბავშვო ბაღია თავმოყრილი. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტში გათვალისწინებულია სრულფასოვანი სათბური, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციით მთელს დასახლებას ამარაგებს.
ბოტანიკა საგურამოს ფილტვები თბილისის ეროვნული პარკია. იზოლირებული, მშვიდი გარემო, დახვეწილი ინფრასტრუქტურა და გამორჩეული მდებარეობა ჩვენი მაცხოვრებლებისთვის სრულიად ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
